თეგებით ძიება

„თბილისი ყველაზე გათხუპნული დედაქალაქია მსოფლიოში“ - რომან გოცირიძე მეტროსადგურ „გოცირიძის“ ფოტოებს აქვეყნებს

დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ახალგახსნილი მეტროსადგურ „გოცირიძის“ ფოტოებს და წერს.

„თბილისი ყველაზე გათხუპნული დედაქალაქია მსოფლიოში. ამას არავინ აპროტესტებს, რადგან შენც დაგჭირდება უფასო სარეკლამო დაფა, პარლამენტის შენობა იქნება ეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თუ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ფასადი. 

სანამ “გოცირიძეს” არ გათხუპნიდნენ, რატომ არ ამოიღე ხმაო, იკითხავს მავანი. სწორიც იქნება, ჩვენ ჯერ კიდევ გვამოძრავებს თემურ-გვაროვნული ინსტიქტები.

p.s. ობიექტურობისათვის, წინათაც დავწერე ამაზე და არაპოლიტკორექტულად ჩამითვალეს. ისე, ამ ამბავში შერჩევითობის პრინციპი ვერ იმუშავებს. კარგი წარწერა იყოს და ცუდი არა, ეს მიდგომა არ გამოდგება. ის, რაც ერთისთვის კარგია, მეორისთვის შეიძლება ცუდი იყოს და პირიქით. 

წარწერის შინაარსის მიხედვით კედლების გათხუპვნის დასაშვებობის კანონი და ცუდ-კარგობის დამდგენი საპარლამენტო კომისიის შექმნაშია გამოსავალი. კარგი შინაარსით გათხუპნილის კითხვა ხომ სჯობია ცუდისას?“ - წერს რომან გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა