როგორი ამინდი იქნება? - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობითვე, 21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 20-22 მარტს ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს და აგრილდება. 21-22 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.