"ქართველი სინათლეა" - მოუსმინეთ, კვარას გოლის მერე რას ყვირიან იტალიელი ჟურნალისტები ქართულად (ვიდეო)
იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი ქართულად ამეტყველებული იტალიელი კოლეგების ვიდეოს სოცალურ ქსელში ავრცელებს.
"მეგობარი ჟურნალისტები - მოუსმინეთ ხალხო, კვარას გოლის მერე რას ყვირიან ქართულად. შემდეგ გაკვეთილზე გაუმარჯოს საქართველოს ვასწავლი.
ქართველი სინათლეა", - წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ 19 მარტს "ნაპოლი" დაუპირისპირდა "ტორინოს", რომელიც 4:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა.