თეგებით ძიება

" არ გვეშინია, არასოდეს შეგვშინებია მე და ჩემს ოჯახს და თავი დაგვანებეთ" - რას წერს დათო ტურაშვილის შვილი?

დათო ტურაშვილის შვილი, ანაკო ტურაშვილი მწერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მამამისი საავადმყოფოშია, სადაც მკურნალობას გადის.

"მეგობრებო, უცნობო და ნაცნობო ადამიანებო, ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის. ძალიან გვიჭირს მეც და დედაჩემსაც, რომ ყველას გიპასუხოთ და დიდი ბოდიში. 

მამაჩემი კლინიკაში წევს, აკვირდებიან, ჯერჯერობით ნორმალურად არის, სტაბილურად. დედაჩემი არის შიგნით მასთან და ყველას დიდ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის, დედაჩემიც და მამაჩემიც.

"ფორმულას" ეთერიდან, გადაცემა “მე-17 სართულად”, სადაც ძალიან ინერვიულა ბოლოდროინდელი ამბებიდან გამომდინარე, პირდაპირ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ კარგი ხალხი მკურნალობს და ყველაფერი კარგად იქნება.

ისევ გავიმეორებ, რომ არ გვეშინია, არასოდეს შეგვშინებია მე და ჩემს ოჯახს და თავი დაგვანებეთ.

ტროლები რასაც წერენ და მწერენ, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც კარგი ადამიანები მწერენ და გვამხენევებენ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი მადლობა ყველას", - წერს ანაკო ტურაშვილი.

ცნობისთვის, დათო ტურაშვილი 19 მარტს გადაიყვანეს საავადმყოფოში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა