თეგებით ძიება

"ტკივილი მართლა გასწავლის ცხოვრებას?... თავისუფალი ვიბადებით, მაგრამ ამისთვის მაინც ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ" - აბელ ფერარა

აბელ ფერარა - ამერიკელი კინორეჟისორი, რომელიც ცნობილია ნეო-ნუარის ჟანრის, პროვოკაციული და ხშირად საკამათო შინაარსის ფილმებით.

- მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები თქვენს ფილმებს ხშირად აფასებენ პროვოკაციულად და საკამათოდ, თქვენ ყოველთვის ინარჩუნებთ თქვენს მიმართულებას. რთულია?

- რთულია, რა თქმა უნდა. უნდა მიეჩვიო, რომ კომპრომისზე არ წახვიდე, ფილმის სიწმინდის შენარჩუნების მცდელობისას ბევრი მძიმე და გულდასაწყვეტი გაკვეთილია სასწავლი. თუმცა ვგრძნობ, რომ ამ საკითხში არჩევანი არ მქონია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც გზა, რომელიც მე ავირჩიე, თვითგამოხატვის გზა იყო. ეს ჩემი საჩუქარია.

- კარგი შეგრძნება უნდა იყოს, როდესაც ასეთი ურყევი რწმენა, რელიგიის მსგავსი, გაქვთ საკუთარი ხელოვნების მიმართ.

- მე ვფიქრობ, რომ ფილმის გადაღება წმინდა საქმეა და ყოველთვის ლამაზია, როცა ამას სწორი მიზეზების გამო აკეთებ.

- წარმომიდგენია, რომ გამოცდილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თქვენი ბოლო ფილმების კონტექსტში, რომლებსაც ბუნდოვანი ზღვარი აქვს თხრობასა და იმპროვიზაციას შორის.

- ფილმი არის გუნდის მუშაობის საბოლოო შედეგი, მაგრამ ვიღაცამ უნდა გაავლოს საბოლოო ზღვარი, და ეს არის რეჟისორი. „Zeros and Ones“-ში დასასრულს ეთან ჰოუკი ამბობს: „რთულ გზას მივყავართ რეალურ ცხოვრებამდე“. ეს სტრიქონი მშვენივრად ჟღერს! ამიტომ შევიტანე ფილმში. ტკივილი მართლა გასწავლის ცხოვრებას? ეს ის კითხვაა, რომელსაც საკუთარ თავს ვუსვამ. ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან ბრძოლა მქონდა, ნარკომანი ვიყავი. სულელურად ვფიქრობდი, რომ მჭირდებოდა მსგავსი რამ. თქვენ არ ხართ დედამიწაზე იმისთვის, რომ იტანჯოთ - ეს ბუდისტური გამოთქმაა. და თუ იტანჯებით, რაღაცეებს სულელურად აღიქვამთ. ჩემი ფილმი „ნარკომანია“ ჰეროინზე დამოკიდებულების ყველაზე ღრმა სურათია, რაც კი ოდესმე გინახავთ! თავისუფალი ვიბადებით, მაგრამ ამისთვის მაინც ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ, რადგან თითქოს მთელი მსოფლიო ვიღაცის დათრგუნვას ცდილობს, ვიღაცას ყოველთვის ყოველმხრივ ავიწროებენ. თავისუფლება - ეს არის ბუნების მდგომარეობა და მაინც, ადამიანები მისთვის ბრძოლაში იღუპებიან. თავისუფლებას თავისთავად ვერ მიიღებ. უნდა დააფასო, მოითხოვო, მოისურვო. სიტყვებით გადმოცემა მიჭირს... ფილმში უკეთ გამოვხატავ.

https://the-talks.com/interview/abel-ferrara/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა