თეგებით ძიება
20. 03. 2023 ვიდეო

პატრული აფეთქებისას სასწაულებრივად გადარჩა - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში? (ვიდეო)

სამხედრო ექსპრეტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი კორპუსის პირველი სართულზე, დიდი დაკვამლიანებაა. დგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ამ დროს შენობაში რაღაც ფეთქდება, რასაც პატრული სასწაულებრივად გადაურჩა.

"როდის მოხდა არ წერია. ახალატვირთულია.

რამდენიმე აქცენტი:

1. პოლიციელი, მაშველი (მათ შორის სასწრაფო), სამხედრო - დასაფასებელია;

2. კორპუსის სახანძრო უსაფრთხოებაზე ამხანაგობებმაც უნდა იზრუნონ. არ ეხება მხოლოდ პირველ სართულებს. კორპუსებში უნდა იყოს სახანძრო საშუალებები, პერიოდული გაფრთხილებები და სხვა;

3. სახანძრო ზედამხედველობა უნდა გამკაცრდეს“, - წერს ამირან სალუქვაძე.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ, საბურთალოზე მოხდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა