თეგებით ძიება

"ქოცების ლოგიკით, ერთადერთი, ვისაც ომი უნდა, ესაა ევროპა და აშშ" - რას წერს ვახო სანაია?

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ წერს.

"ქოცები გვეუბნებიან, რომ ,,მეორე ფრონტის" გახსნა არ უნდათ; 

კრემლი აქებს ქოცებს, ,,მეორე ფრონტის" გახსნა არ უნდათ და რა კაი კაცია ბიძინაო.

ბუნებაში ერთადერთი ვერსია არსებობს, რატომ არ სურთ რუსებს სადმე ომი - როცა ძალები არ ჰყოფნით. 

ამ ლოგიკის მიხედვით, ამ ეტაპზე რუსეთს საქართველოსთან ომი არ აწყობს.

მაგრამ თუ ისე მოხდა, რუსეთს ძალები ეყო, მაშინ რაში დასჭირდება ბიძინას მხრიდან ომში ჩათრევა, ადგება და პირდაპირ შემოიჭრება, როგორც ეს 2008 წელს მოხდა, როგორც 2014 ქნა უკრაინაში და როგორც ახლა გააკეთა უკრაინაში. და ზოგადად, როგორც სულ იქცევა. 

ქოცების ლოგიკით, ერთადერთი, ვისაც ომი უნდა, ესაა ევროპა და აშშ. 

კაი. ვთქვათ, დავიჯერეთ. 

ქოცები ამბობენ, რომ ბიძინას თანამდებობაზე დაბრუნებასა და ,,მეორე ფრონტის" გახსნას სთხოვენ. ბიძინა უარს ამბობს და ამიტომ ერჩიანო. ამიტომ გაუყინეს ფული შვეიცარიელებმა და ამერიკელებმაო. ეს პატრიოტი კაცი ფულს ფეხებზე იკიდებს და მაინც არ ერთვება ომშიო. 

კაი. ესეც დავიჯერეთ.

მოდი ბოლომდე ჩავყვეთ ამ ლოგიკას. ვნახოთ, სად მიგვიყვანს მსჯელობა. 

წარმოიდგინეთ, ბიძინა დასთანხმდა ამერიკელებსა და ევროპელებს და დაბრუნდა თანამდებობაზე. ფულიც განუბლოკეს. 

ახლა მაინტერესებს, როგორ იწყებს ბიძინა ომს. სამხედრო ფორმით დადგება ბრიფინგზე და ამბობს, რომ ომს აცხადებს ? 

ანუ თუ რუსეთს ომი არ უნდათ, ბიძინამ უნდა აიძულოს რუსები ? 

ესე იგი, გამოდის, რომ ამერიკელები და ევროპელები ბიძინას კი არ ითრევენ ომში, არამედ ითხოვენ, ბიძინამ მოახერხოს და რუსეთი ჩაითრიოს ომში.

აბსოლუტურად გაუგებარია, მაინც როგორ უნდა მოახერხოს ეს ბიძინამ ? თუ რუსები არაფერს მოიმოქმედებენ, რადგან მათ ომი არ აწყობთ, როგორ ჩავითრიოთ ომში ? 2008 წელს რუსები ადგნენ და შემოიჭრნენ საქართველოში და საქართველო თავს იცავდა, ახლა რა ხდება - ასე, მოწმენდილ ცაზე ბიძინა დაქოქავს ტანკებს და შედის აფხაზეთსა და ცხინვალში ?  

კაი. ვთქვათ, ასეა. 

რა ხდება შემდეგ. ქოცები ხომ ამტკიცებენ, რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში საქართველო ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, წააგებსო. ესე იგი, გამოდის, რომ მაქსიმუმ ერთ კვირაში რუსეთი დაამხობს ივანიშვილის მთავრობას და დაიპყრობს საქართველოს. 

ანუ მთელი ამხელა ამბავი ევროპელებმა და ამერიკელებმა იმიტომ წამოიწყეს, რომ ერთ კვირაში საქართველო დაეცეს და რუსეთის ქვეშ აღმოჩნდეს ? 

მთელი ამ ამბიდან გამომდინარეობს შემდეგი - რუსეთთან დაპირისპირებული დასავლეთი ჩალიჩობს, რუსეთს საქართველო დააპყრობინოს, რეგიონი მთლიანად წაიღოს, ჩაკეტოს დერეფანი, თავისი პირობები წამოაყენოს და ამით პუტინი გააძლიეროს.  

თქვენ, ბიჯო, მართლა ში@ ხო არა გაქვთ ?!", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა