მწოლიარე მდგომარეობაში დამხვდა - რას ამბობს ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილზე?
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მსჯავრდებულ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როდესაც მოინახულა სააკაშვილი მწოლიარე მდგომარეობაში იყო.
"მთავარი, რაზეც ჩემი მხრიდან დავუდასტურე არის ის, რომ ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი რაც არსებობს სახალხო დამცველის აპარატში დღემდე, ეს არის კონსილიუმი, ეს არის თვითონ აპარატის ზედამხედველობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული და ჩვენ ამას გავაგრძელებთ.
მიხეილ სააკაშვილი მე რომ შევედი იწვა, მწოლიარე მდგომარეობაში იყო, როდესაც ვესაუბრებოდი, სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. [წონაში დაკლებული არ არის?] რასთან შედარებით, გააჩნია, როგორც შევიდა კლინიკაში იმასთან შედარებით რომ წონაში, დაკლებულია ეს ყველამ ვიცით. მეტყველება არ უჭირდა, ნორმალურად მეტყველებდა", - განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.