"ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება" - რას წერს ირაკლი კობახიძე შვილზე?
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ სიუჟეტში მისი არასრულწლოვანი შვილის გამოსახულების გამოყენების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ეს ლიბერალური ფაშიზმია.
"ბიზნესის რეკეტით, ჯარის გაძარცვითა და საერთაშორისო თაღლითობით გამდიდრებული კეზერაშვილის ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა სამარცხვინო ფეიკებით გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, რომელიც საქართველოში ვერასოდეს გაიმარჯვებს", - წერს კობახიძე.