თეგებით ძიება

მივმართავ ჰააგის ტრიბუნალს, გასცეს დაპატიმრების ორდერი საქართველოს დიქტატორ რუს ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილზე - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მმართველი გუნდის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრების თხოვნით მიმართა.

"ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტზე გაცემული დაპატიმრების სანქცია ნიშნავს იმას მსოფლიო არასოდეს აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო გუშინ. რა თქმა უნდა, ამ ასპექტში საქართველოს უდიდესი მისია აკისრია და ქართველ ხალხს წინ აქვს ძალიან სერიოზული ბრძოლა. 

ჩვენ მივმართავთ ჰააგის ტრიბუნალს გასცეს დაპატიმრების ორდერი საქართველოს დიქტატორ რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც კრემლის დავალებით ჩვენს ქვეყანაში მოახდინა პრორუსული პოლიტიკური ანექსია, იყიდა სახელმწიფო, ხელისუფლების ყველა შტო, მოახდინა სახელისუფლებო ინსტიტუტების რული პრივატიზაცია, დაამყარა უსასტიკესი რეპრესიული პოლიტიკური რეჟიმი ქვეყანაში, ციხეები გაავსო პოლიტიკური პატიმრებით, ახალგაზრდებს დასთხარა თვალები, ციხეები გაავსო პოლიტიკური პატიმრებით, საყდრისი აქცია პირადი მოგებისათვის, მიითვისა მთელი ქვეყნის საარსებო სივრცე, აიძულა მოსახლეობა დაეტოვებინა თავისი სამშობლო და ჩაიდინა გენოციდი ეთნიკური წმენდით... ყველაფერი ეს საკმარისია გასასამართლებლად, დასაპატიმრებლად.  ვფიქრობ, ეს მიმართვა წარმოსახავს სრულიად საქართველოს ინტერესებსა და გულისთქმას“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა