ზღვის დონემ აიწია და თურქეთში ქალაქი დატბორა - მიმდინარეობს ევაკუაცია (ვიდეო)
ზღვის დონის მატების გამო, თურქეთის ქალაქ ისქენდერუნში ქუჩები და სახლები დაიტბორა.
თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაწყებულია ევაკუაცია.
ცნობისთვის, ჰათაის პროვინცია, სადაც მდებარეობს ქალაქი ისქენდერუნი, 6 ტებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრია. სტიქიურ კატასტროფას 48 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.