თეგებით ძიება

"აღმოაჩინეთ საზრისი თქვენს ცხოვრებაში - უამისოდ კაცში პიროვნება ვერ იბადება" - გია მურღულია

ფილოლოგ, გია მურღულიას აზრით, ადამიანებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვა, თუ რისთვის მევლინნენ ამ ქვეყანაზე და იპოვონ ცხოვრების საზრისი, წინააღმდეგ შემთხვევაში კაცში პიროვნება არ იბადება.

"ადამიანმა ხანდახან მაინც უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, რისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე და რა არის მისი ცხოვრების აზრი.

ამის გაკეთება დღესაც შეიძლება.

პასუხისთვის დიდი დიაპაზონია - სიტყვებიდან "ტყუილად დავიბადე" სიტყვებამდე "მე მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ".

პირველი ორი სიტყვის ("ტყუილად დავიბადე") რაციონალური (ან თუნდაც ემოციური) გამართლება არ არსებობს.

დანარჩენ სივრცეში საკუთარი თავის მოძებნა ყოველთვის შეიძლება.

სამყაროსთვის უმნიშვნელო უბრალო მწერის არსებობაც კი არ არის, არამცთუ ადამიანის ყოფნა ამქვეყნად.

აღმოაჩინეთ საზრისი თქვენს ცხოვრებაში - უამისოდ კაცში პიროვნება ვერ იბადება", - წერს მურღულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა