თეგებით ძიება

უფრო აქტიურად და ფართოდ უნდა გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში - გიორგი ამილახვარი

განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, მუშაობის საკუთარ ხედვას პრემიერ-მინისტრს უახლოეს პერიოდში წარუდგენს. ამის შესახებ მან მინისტრად წარდგენის შემდეგ აღნიშნა.

„სოციალური და ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ განათლების პროცესის კარგად შესრულებისთვის. აუცილებლად აქტიურად მხარს დავუჭერთ უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებას და დანერგვას ჩვენს ევროპელ და დასავლელ, უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთად, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დღეს განათლებას არ აქვს საზღვრები. ასევე, მიგვაჩნია, რომ უფრო აქტიურად და ფართოდ უნდა გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში", - განნაცხადა ამილახვარმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალ მინისტრად, გიორგი ამილახვარი წარადგინა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა