თეგებით ძიება

„ქართული ოცნების“ რღვევა სავარაუდოდ დაწყებულია - ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" შეცვლა აუცილებელია.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ალბათ, 76 ადამიანიდან ნახევარზე მეტმა კანონპროექტს ხმა გულისრევით მისცა, რადგან მხარდაჭერა არ უნდოდა.

კანონპროექტს მხარი ჯერ ძალადობრივად დაუჭირეს და შემდეგ ფართხა-ფურთხით უარყვეს, რაც ბევრისთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა და ამას მოჰყვებოდა დტრტვინვა. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ მიდის დაშლისკენ და იმისკენ, რომ მისი შეცვლა აუცილებელია. „ქართული ოცნების“ რღვევა სავარაუდოდ დაწყებულია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა