დათო ტურაშვილი კლინიკიდან გამოწერეს
მწერალი, დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს. ინფორმაცის "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
"ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა", - განაცხადა დათო ტურაშვილის შვილმა, ანაკო ტურაშვილმა.
ცნობისთვის, 19 მარტს დათო ტურაშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემა "მე-17 სართულში" ემოციური მიმართვის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.