"სამი ნაღმი ოკუპანტების ბაზას, შიგ ათიანში!" - რას წერს უკრაინაში მებრძოლი კობა ხაბაზი?
უკრაინაში მებრძოლი, კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გუშინ უკრაინელებმა რუსების წინააღმდეგ წარმატებული კონტშეტევა განახორციელეს.
"კრამიტი აქვს დაცურებული", ხომ გაგიგიათ?
ომში როცა ხარ, შენში უკვე არის რაღაც არანორმალური.
გუშინ კარგი გასვლა გვქონდა, სამი ნაღმი ოკუპანტების ბაზას შიგ ათიანში!
გამწარებულებმა თვითონაც მაგრად დაგვიშვეს, ყველაფერს ზანზარი გაუდიოდა, ჩვენს გვერდით კრამიტით გადახურული სახლი იყო, კრამიტები სულ გრიალ-გრიალით ჩამოიყარა...
ბიჭებს გავეხუმრე, გამოიწიეთ, ქოცები ისეც გიჟებად გვთვლიან და მთლად პირდაპირი მნიშვნელობით ნუ ვათქმევინებთ, მაგათ კრამიტი აქვთ დაცურებულიო...
იქ ხარხარი ატყდა... ვისღა ახსოვდა ჭურვების ბათქა-ბუთქი..", - წერს კობა ხაბაზი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.