თეგებით ძიება

"ზუსტად ასეთ ტერორს შეეწირა დედაჩემი" - რას წერს ბაჩანა შენგელია?

იურისტ, ბაჩანა შენგელია "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებულ ტერორზე წერს და აღნიშნავს, რომ დედამისიც ტერორს ემსხვერპლა.

"არის თუ არა ,,ქართული ოცნების'' ხელწერა ადამიანების ფსიქოლოგიური ტერორი? არის, რა თქმა უნდა, და ზუსტად ასეთ ტერორს შეეწირა დედაჩემი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ოღონდ მანამდე პოლიციელის ზეწოლის საფუძველზე 2016 წელს დემურ სტურუას ჩამოახრჩობინეს თავი, 2019 წელს კი ლუკა სირაძე გადმოხტა მე-9 სართულიდან. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ნუგზარ ფუტკარაძეს გაუსკდა გული, როდესაც მის დაშანტაჟებას ცდილობდნენ. და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია...

და შედეგად რა? იას საქმეზე მთავარი ეჭვმიტანილი გახარია ერთ წელიწადში პრემიერად არ დააწინაურეს, ეთერებში არ ყელყელაობს და ლამის საოცნებო რესპოდენტი არ არის, თუ ოპოზიციონერობას არ აჯერებს უამრავ გამოთაყვანებულს? 

ცნობისთვის, დემურ სტურუას საქმეზე პოლიციელი გაამართლა უზენაესმა სასამართლომ, ლუკა სირაძის საქმეზე ქალბატონი ჩოლოიანი მხოლოდ თვალისასახვევად ,,დასაჯეს'', სინამდვილეში კი არავის თუნდაც თანამდებობრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე გამოძიება მგონი არც დაწყებულა. ეს ჩამონათვალიც გრძელია..

ჩემი სოლიდარობა დავით ტურაშვილს, სრულად მესმის მისი გულსიტკივილი და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საზოგადოებას კი მეტი სოლიდარობისკენ, თუნდაც უცნობის ადამიანების მიმართ მეტი თანადგომისკენ მოვუწოდებდი. კარგად გვახსოვს ზემოთ ჩამოთვლილი გვარები? ამ ადამიანებს მეტად რომ დავდგომოდით გვერდში, შემდეგი არც ერთი მსხვერპლი არ იქნებოდა. 

იქნებ დავფიქრდეთ ამაზეც", - წერს შენგელია.

იურისტ, ბაჩანა შენგელიას დედა, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2018 წელს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა