თეგებით ძიება

"2 დღის წინ ისეთი შეტყობინებები მივიღე, მეგონა ინსულტს მივიღებდი" - რას წერს დედა სიდონია?

დედა სიდონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის სიტყვისა და აზრის თავისუფლება.

"მხოლოდ საქართველოში აარ ხდება განსხვავებული აზრის გამო ადამიანების დევნა -  "ჰეითი".

პირიქით, მგონი მხოლოდ საქართველოში ვიცავთ ადამიანებს ერთმანეთს აყოლილნი! 

დიახ, იდეის გამო რიგი ადამიანები სიცოცხლეს სწირავენ! 

აგერ უკვე რამდენი წელია, როგორც კი ხმას ამოვიღებ და გამოვჩნდები კრიტიკული აზრით, ეგრევე მთელი ტროლ - ბოტეთი ფეხზე დგება! 

და რა, არ ვიცი რომ ასე იქნება?

მხარე რომ არ არსებობდეს, არც მათი კრიტიკის მიზეზი გვექნებოდა, და რაკი მხარე ფაქტია არსებობს, ისინიც დაიცავენ პოზიციებს -  რისიც სჯერათ! ან - რისიც უბრალოდ - სარგებელი აქვთ. 

ამიტომ, საჯაროობა რომ გამძლეობას გულისხმობს, მგონი ჩემი შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეთ! 

2 დღის წინ ისეთი შეტყობინებები მივიღე, მეგონა ინსულტს მივიღებდი, მაგრამ რა, ბრძოლა ბოლომდე, რადგან ეს ჩეემი გადაწყვეტილებაა და მე უბრალოდ სიცოცხლე კომფორმიზმად არ მიღირს!", - წერს დედა სიდონია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა