თეგებით ძიება

"შალვა რამიშვილი არის კაცი, რომელიც სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარს და ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა" - თათია სამხარაძე

ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი თანამშრომელი, თათია სამხარაძე ტელეწამყვან შალვა რამიშვილზე წერს და აღნიშნავს, რომ ის მოძალადეა.

"ახალგაზრდებო, 

ყოველ ჯერზე, როცა შალვა რამიშვილი მოგმართავთ ახალგაზრდებს და ბავშვებს, და ასე ხშირად აკეთებს პოსტ-ტვის ეთერიდან თავის ორ მარიონეტთან ერთად, მინდა გახსოვდეთ რომ ეს არის კაცი, რომელიც სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა. 

ეს არის მოძალადე, რომელიც თავის საშინლად მიზერულ ძალაუფლებას იყენებდა იმ ბავშვების გასაყვრნელად და შესავიწროებლად, ვისაც მედია კარიერის გაკეთება სურდა. 

ეს არის უბინძურესი ადამიანი, სრულად ჩამპალი მორალით რომელიც საკუთარ აღვირახსნილობას ჰედონიზმით ამართლებდა და თავად იოტისოდენა ღირსება არ გააჩნია. 

კაცი, რომელიც ამაყობდა საკუთარი ამორალურობით და ღიად ყვებოდა საკუთარ მსხვერპლებზე თავის თანამშრომლებთან. 

ხოლო "ქართული ოცნება" არის პარტია, რომელმაც ასეთ კაცს ტელევიზია გაუკეთა; რომელმაც მას უფრო მეტი ძალაუფლება მისცა ბინძური პროპაგანდის წარმოების სანაცვლოდ. "ქართული ოცნება", რომელიც კონსერვატიულ ღირებულებებზე და რელიგიაზე გვმოძღვრავს, არის ფარისეველი ნაძირლების თავშესაფარი. 

სწორედ ისეთი ნაძირლების, როგორი კაცის სახეც შალვა რამიშვილია", - წერს სამხარაძე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა თანამშრომელმა სექსუალური შევიწროებისთვის შალვა რამიშვილს სასამართლოში 2016 წელს უჩივლა. 

2018 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა და შალვა რამიშვილს მორალური ზიანის - 2 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა