"ეგ ტკბილი და მურაბა კაცი, მე მგონი, სოფლის მეურნეობაში უნდა დაგენიშნათ" - გიგი უგულავა გიორგი ამილახვარზე
პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში განათლებისა და მეცნიერების მინისტრად, გიორგი ამილახვარის დანიშვნას ეხმაურება.
მისი თქმით, მას ეგონა, რომ ამილახვარი სოფლის მეურნეობაში უნდა დაენიშნათ.
""Irakli Garibashvili ამილახვარი (ამირ ახვარი) არაბულად პირუტყვის სადგომის უფროსს ნიშნავს. ეგ ტკბილი და მურაბა კაცი, მე მგონი, სოფლის მეურნეობაში უნდა დაგენიშნათ. მართალია, განათლებას თქვენ კი მიიჩნევთ პირუტყვთა საქმედ, მაგრამ მაინც ძალიან შემაძრწუნებელია. ასე უნებლიეთ გათქვით საიდუმლო", - წერს გიგი უგულავა.