რა ქონებას ფლობს განათლების ახალი მინისტრი, გიორგი ამილახვარი? (ვიდეო)
განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრის, გიორგი ამილახვარის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას გასულ წელს, შვილის განათლებაში 25 000 ლარი და 5 900 დოლარი გადაიხადა.
ამილახვარი, დეკლარაციის მიხედვით, ძვირადღირებული საათების, ტანსაცმლისა და მოგზაურობის მოყვარულია.
2023 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს გიორგი ამილახვარმა და მისმა მეუღლემ, ნინო წერეთელმა, მოგზაურობაში 55 ათასი ლარი დახარჯეს, ტანსაცმელში - 40 ათასი ლარი, ხოლო ძვირადღირებულ საათებში, მხოლოდ 2022 წელს 14 600 ევრო აქვთ გადახდილი.