თეგებით ძიება

„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ხაფანგია“ - მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა და უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის.

„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის.

ვადამდელი აწყობს "ოცნებას", ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა.

სცენარი 1. თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს;

სცენარი 2. თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ 2024-ში "ოცნება" განწირულია არა მხოლოდ დამარცხებისთვის, არამედ სრული ჩამოშლისთვის, ამ შემთხვევაშიც საქართველო გაიმარჯვებს.“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა