დარწმუნებული ვარ, რუსი ხალხი მხარს დაგიჭერთ მომდევნო არჩევნებში – სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა კრემლში მიმდინარე არაფორმალური შეხვედრისა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა და მას „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა.
ჩინეთის ლიდერის თქმით, რუსეთმა მიაღწია წარმატებას და კეთილდღეობას მისი პრეზიდენტის ძლიერი ხელმძღვანელობის წყალობით და გამოთქვა რწმენა, რომ რუსი ხალხი მხარს დაუჭერს პუტინს შემდეგ არჩევნებშიც.
„მომავალ წელს არჩევნები გექნებათ, დარწმუნებული ვარ რუსი ხალხი მხარს დაგიჭერთ“, - თქვა მან.
2023 წელს რუსეთში რეგიონული არჩევნები ჩატარდება. საპრეზიდენტო არჩევნები კი 2024 წელს არის დაგეგმილი.