სად გააგრძელებს საქმიანობას განათლების ყოფილი მინისტრი?
განათლების ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ იწყებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს.