თეგებით ძიება

ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს? - რას ამბობს ზურაბ აზარაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე?

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს.

მისი თქმით, საკადრო ცვლილებები არ იგეგმება და ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა.

“ის ძალიან დიდი რეფორმები, რომელიც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში დავიწყეთ მესმის, რომ ძალიან მძიმეა და დაურეგულირებელი ბაზარი გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იძლეოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს საბოლოო ჯამში გვაძლევდა იმ მიუღებელ ხარისხს, რაც იყო სამედიცინო სფეროში და ასევე, ფარმაცევტულ პროდუქციაზე საკმაოდ დიდ ფასებს. აქედან გამომდინარე, მესმის ეს სპეკულაციები ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ და ა.შ ყველაფერი მოდის აქედან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. პრემიერმინისტრმაც დაადასტურა, რომ ასეთი ცვლილებები არ იგეგმება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა