თეგებით ძიება

„სახედარიც კი ორჯერ არ შედის ტალახში და ჩვენ რა ღვთის რისხვა გვჭირს?!“ - თაკო ჩარკვიანი

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„ყველას თავის წილი  ქვა აქვს ნასროლი, 90-იანებში, , გამსახურდიას  მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც ,  დიახ ტყვიამდე-  გასროლამდე მომაკვდინებელი სიტყვები-  "ტყვიები" ნასროლი იყო და ინფარქტებიც,  გულის გახეთქვები ტალახიანი  ქვით -სიტყვით, ტყვიაზე უარესი რომ არის  და გულს კი არა ქვას რომ ხეთქავს ნასროლი იყო უკვე, ასე  რომ  მორჩეს სიღრმეებში  სუბიექტურად "ძრომიალი", 90 -იანებში გასროლამდე და იმ დრომდე სანამ ერთმანეთს  დავუპირისპირდებოდით,  მომაკვდინებელი "ტყვიებით" -სიტყვებით მზადდებოდა ეს ყველაფერი და წერტილი. თუ ვინმეს ჰგონია რომ ტყვია კლავს მხოლოდ ცდებით, სიტყვა კლავს ნელა და გულის გაგლეჯვით. აი ეს არის  სიმართლე. დიახ, ასეა და მაშინდელ ,რუსეთის უშიშროების  "იუველირულ ნამუშევარს" ჭორებით , ტროლ-ბოტებით ვერც  ერთი მხარე ვერ გაუმკლავდა, ვერც  გმსახურდიას მომხრეები და ვერც მოწინააღმდეგეები, ორივე მხარეს დაძრწოდნენ  "ჩანერგილი"  ნაძირლები ყველა ერთნაირად "კვებავდა” და იჯერებდა  ერთმანეთზე თქმულ სიბინძურეს. დიახ ეს იყო ასე  ,ყველა ერთმანეთს ტყვიასავით  "ესროდა  სიტყვებს"  და ამას ვერც ერთი მხარე ვერ გაუმკლავდა. ასე მომზადდა ის  90-იანების  ავბედითი დაპირისპირება! ასე, რომ სიმართლე ეს არის და  ვის მოეწონება და ვის  არა ნაკლებად მაინტერესებს! ნიუანსებისთვისაც მზად ვარ , უბრალოდ  პატივს ვცემ  ყველას- ორივე მხარეს და  ბევრი რამ ნიუანსებით ვიცი , ახლა განზრახ არ ვუღრმავდები , თორემ კი ბატონო......მოკლედ შეწყვიტოს   "ზოგიერთმა" "იგივე” წრეზე სიარული  !სახედარიც კი ორჯერ არ შედის ტალახში და ჩვენ რა ღვთის რისხვა გვჭირს?!“ - წერს ჩარკვიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა