თეგებით ძიება

"სავარაუდო წამება და არაადამიანური მოპყრობა" - სახდეპის ანგარიში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2022 წლის ანგარიშში საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეა საუბარი.

57-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც სრულად საქართველოს ეძღვნება, წერია, რომ "ომბუდსმენმა ხელისუფლებას, წლის განმავლობაში, არაერთხელ მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ".

სახდეპი წერს, რომ 11 მარტს, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სრული და ადეკვატური მკურნალობის, ასევე ზუსტი დიაგნოზისა და სათანადო სამედიცინო დახმარების ნაკლებობა, შეიძლება გაუტოლდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რომელიც ეხება წამებას, არაადამიანურ და/ან ღირსების შემლახველ მოპყრობას".

"4 მაისს, მან [ომბუდსმენმა] განაცხადა, რომ „პაციენტის მდგომარეობა ითვლება საგრძნობლად გაუარესებულად და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროულ უზრუნველყოფას". 6 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა კვლავ გასინჯა სააკაშვილი, შეაფასა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესდა" მას შემდეგ, რაც ბოლოს აპრილის ბოლოს გასინჯეს და მისი მდგომარეობა „მძიმედ" მიიჩნიეს. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე გაასაჯაროვა ექსპერტების დასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან ქვეყანაში არსებული ყველა მკურნალობა გაიარა, მისი მდგომარეობა "სწრაფად უარესდებოდა", - წერს სახდეპი.

სახდეპი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებამდე დაუსწრებლად გაასამართლეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის მათ შორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ 2021 წლის ნოემბერში, მაშინ როცა პრეზიდენტი სააკაშვილილ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში იძულებით გადაჰყავდათ, საქმე ჰქონდა "სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა