თეგებით ძიება

ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 90-ე ადგილზეა

გაეროს გლობალური მდგრადი განვითარების ორგანიზაციამ მსოფლიოს ქვეყნებში ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგში პირველი ადგილი ფინეთმა დაიკავა. ის ექვსი წელია რეიტინგის სათავეშია. ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ დანია, ისლანდია, ისრაელი და ნიდერლანდები. მათ მოსდევს შვედეთი, ნორვეგია, შვეიცარია, ლუქსემბურგი და ახალი ზელანდია.

რეიტინგში ბედნიერების კუთხით საქართველო 90-ე ადგილზეა, რუსეთი 70-ე ადგილზეა, სომხეთი 79-ზე, უკრაინა - 92-ზე, აზერბაიჯანი სიაში არ არის.

ანგარიშში წარმოდგენილ 137 ქვეყანას შორის ყველაზე დაუცველები იყვნენ სიერა - ლეონე, ლიბანი და ავღანეთი.

ბედნიერების ყოველწლიური ანგარიშები ეფუძნება Gallup International-ის მონაცემებს, რომელიც ატარებს გამოკითხვებს მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში. რეიტინგში გამოთვლები მოიცავს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა მოსახლეობის შემოსავლის დონე, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა, საზოგადოებაში კორუფციის არსებობა, თავისუფლება და ურთიერთდახმარება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა