„ეს თუ მართლა ვინმემ იფიქრა ხელისუფლებაში სულ გასულან გაღმა. ან ოპოზიცია გაგიჟდა, ამას რომ ამტკიცებს“ - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარის დანიშვნას და წერს.
„სრული სიგიჟე მგონია იმაზე საუბარი, რომ ახალი მინისტრი სტუდენტების გაკონტროლებისთვის მოიყვანეს.
სტუდენტები ქუჩაში გამოვლენ, თუ სახლში წავლენ, ეს მინისტრმა როგორ უნდა გააკონტროლოს? რა ბერკეტი აქვს?
სტუდენტები თავის დროზე კომუნისტებმა ვერ გააკონტროლეს.
ეს თუ მართლა ვინმემ იფიქრა ხელისუფლებაში სულ გასულან გაღმა. ან ოპოზიცია გაგიჟდა, ამას რომ ამტკიცებს. რომელია თქვენ გადაწყვიტეთ“, - წერს მეტრეველი.
განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი ამილახვარმა მიხეილ ჩხენკელი ჩაანაცვლა.