თეგებით ძიება

"მომისმინე ბიჭო, დაგმარხავ მაგ ევროპაში, შვილები მაინც შეიცოდე..." - დიტო სამხარაძე ნუგზარ სულაშვილს ემუქრება (ფოტო)

საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში მიმოწერის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მას "ქართული ოცნების" დეპუტატი, დიტო სამხარაძე ემუქრება.

"ამათ მართლა ში@ ხომ არ აქვთ?!

მუქარა და შანტაჟია. პიროვნულად ამას არასოდეს შევხებივარ. 

საჯაროდ ვაცხადებ, ფიზიკური ანგარიშსწორების არასოდეს მეშინია. მაგრამ ქოცების ბინძური კამპანიით, თუ ფიქრობს თავს მომაკვლევინებს, მაგის იმედი ტყუილად გაქვთ. მაგარი ნერვების პატრონი ვარ 

მთქმელის და არ შემსრულებლის დდშშ!!!

წავიდა ის დრო, ხალხი თქვენს შავ პიარს რომ უჯერებდა", - წერს ნუგზარ სულაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა