თეგებით ძიება

დავით კეზერაშვილის საქმეზე, სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კეზერაშვილს სასამართლომ თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევროს ანაზღაურების გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო. 

გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

ცნობისთვის, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე ჰქონდათ ბრალდება წარდგენილი. 

პირველმა ინსტანციამ კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დააკისრა, რომელიც თითქოს  ფიქტიურ წვრთნებში გაიფლანგა, თუმცა სამხედრო სწავლებები რომ რეალურად ჩატარდა, ეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ვიდეომასალითაც დასტურდება. დაცვის მხარის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი მიზანი ტელეკომპანია "ფორმულასთვის" პრობლემების შექმნაა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა