თეგებით ძიება
21. 03. 2023 მსოფლიო

რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი გახდა

რუსეთმა საუდის არაბეთს გადაუსწრო და  2023 წლის პირველ ორ თვეში ჩინეთისთვის ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი გახდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს

გამოცემის ცნობით, ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში რუსეთიდან მიწოდებამ დღეში 1,94 მილიონი ბარელი შეადგინა.

გასულ წელსაც რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის სიდიდით მეორე მიმწოდებელი იყო, 86 მილიონ ტონაზე მეტი გადაზიდვით.

საუდის არაბეთის ნავთობის იმპორტმა ორი თვის განმავლობაში  13,92 მილიონი ტონა შეადგინა. დასავლეთის სანქციებმა და რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვამ, საერთაშორისო ფასების კრიტერიუმებთან მიმართებით დიდი გავლენა იქონია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა