თეგებით ძიება

ჩვენი ხალხი კიდევ უფრო მეტად დაინახავს, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა, გავაკეთოთ, ყველაფერი შეესაბამება მსოფლიო პრაქტიკასა და ტენდენციებს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა მსოფლიო პრაქტიკას მიჰყვება.

ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების ინიციატივაზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ უნდა შეიქმნას ამერიკული FARA-ს ევროპული ანალოგი.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავს და დაინახავს კიდევ უფრო მეტად, რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა, რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან, ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიოში ვითარდება. აი, თქვენ ახსენეთ EPP-ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის, ე.წ. ფარას ანალოგის შემოღებას, რომელიც გახდება სავალდებულო ევროკავშირისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროცესს, ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა