თეგებით ძიება

"ემიგრანტი დედა 14 წლის უნახავ შვილს, მკვდარს რომ ჩაიხუტებს, იმ დედას რა უნდა უთხრა, რითი უნდა დაამშვიდო" - შოთო სიხარულიძე

"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების შესახებ წერს.

მისი თქმით, თბილისში ტრაგიკულად დაღუპული კაცი, გია კოჩაროვია.

"გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი 31 წლის, გია კოჩაროვი. ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ... საქართველოში საბერძნეთიდან უკვე ჩამოფრინდა... გაყინულ შვილს ჩაეხუტა... დედა 14 წლის უნახავ შვილს მკვდარს რომ ჩაიხუტებს, იმ დედას რა უნდა უთხრა. რით უნდა დაგამშვიდო და განუგეშო ჩვენო უკეთილშობილესო დალიკო.

მიწისთვის მენანები გია, ასე ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე იყავი გიხაროდა ცხოვრება.

ძალიან რთულია სიტყვებით ვერ აღგიწერთ, როგორი სიმწარე და საშინელებაა ეს... ჩაეხუტა გაყინულ შვილს ემიგრანტი დედა უკვე...

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს, სამძიმარს უცხადებს ქართველ ემიგრანტ დედას, დალი ამუზაშვილს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული“, - წერს შოთო სიხარულიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა