თეგებით ძიება

იმ ინფორმაციებს ეყრდნობა, რომლებიც ე.წ ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა მომზადებული - ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე განაცხადა, რომ იმ ინფორმაციებს ეყრდნობა, რომლებიც ე.წ ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა მომზადებული.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძირითადად არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს ეყრდნობა.

„მე მინდა გითხრათ მთავარი, 10 წლის წინ და უფრო ადრეც, როცა მაგალითად, ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედია თავისუფლება საერთოდ არ არსებობდა. არცერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა. მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომელიც, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოყვანილი, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა.

მეორე მხრივ, ჩვენ ვართ ღია, გახსნილი დემოკრატია, თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა თავისუფალი, მათ შორის მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანგარიშებს თუ ინფორმაციებს, თუმცა, მათი ინფორმაციის 100% არ არის დაყრდნობილი ფაქტებზე, არამედ ეს არის მოგონილი, ცრუ ინფორმაციები. ასევე ის ფაქტი, რომ ამდენი, ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს საქართველოში, რომლებიც სამწუხაროა, რომ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას, რაც, რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესებში. ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ უყურებთ, რომ დღეს გვაქვს სრული თავისუფლება, არასამთავრობო სექტორს, მედიას ყველგან“, - განაცხადა პრემიერმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. მისი  მიხედვით, სახალხო დამცველის ოფისი სულ უფრო მარგინალიზებული იყო მმართველი პარტიის მიერ ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე მზარდი უკიდურესი პოლარიზაციის ფონზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა