დაგმარხავ ევროპაში არ ნიშნავს სიცოცხლის მოსპობას - გია ვოლსკი სამხარაძეზე (ვიდეო)
"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი, ნუგზარ სულაშვილის მიმართ დეპუტატ, დიტო სამხარაძის მუქარას გამოეხმაურა და თქვა, რომ შეიძლება, სამხარაძე წყობილებიდან გამოიყვანეს.
"გლავკანალის მთელი პოლიტიკა აგებულია, რომ ვიღაცას დაემუქრო, ვიღაცას შეუვარდე. თქვენი პოლიტიკაა სახლში შევარდნა, ბავშვების დაშინება, კივილ-წივილი, ფიზიკური ანგარიშსწორება. ნუ მეკამათები, რომ გპასუხობ, კეთილი ინებე და მომისმინე.
დაგმარხავ ევროპაში არ ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის იმას და ზოგადად ნუ მაადვოკატებთ იმ თემასთან დაკავშირებით. არ ვიცი, შეიძლება წყობილებიდან გამოიყვანეს რაღაც თქვა. თემასთან დაკავშირებით იმან შეიძლება გადაცდომა მოახდინა, ნერვებს აჰყვა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუგზარ სულაშვილმა სოციალურ ქსელში მიმოწერის ფოტოს გამოქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მას "ქართული ოცნების" დეპუტატი, დიტო სამხარაძე ემუქრება.