თეგებით ძიება

პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში, როგორც ლექტორის, ისე სტუდენტის მხრიდან - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში.

მისივე თქმით, ახალგაზრდობა არ არის გასამართლებელი საბუთი.

„რაც შეეხება ჩემს მიერ იმ პროცესის შეფასებას, რომელიც აკადემიურ და საგანმანათლებლო სისტემაშია, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის პირდაპირ მართული - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების შეგზავნა ხდებოდა აუდიტორიებში. თქვენ ინფორმაციას საიდან იღებთ, არ ვიცი, მაგრამ ერთი ფაქტი მოხდა, რომელიც პარლამენტის წევრს ეხება, რომელიც ამავე დროს, ლექტორია - ერთმა სტუდენტმა პროტესტი გაითამაშა, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არათუ თსუ-ს სტუდენტი არ არის, საერთოდ სტუდენტი არ არის, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და სტატუსი შეჩერებული აქვს, საერთოდ არანაირ კავშირში არ არის თსუ-სთან, მიგზავნილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან იმისთვის, რომ ლექცია ჩაეშალა", - განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა