ჩხუბი კუბოს ფორმის საყვავილეების გამო - რა მოხდა ოზურგეთის საკრებულოში?
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხმაურითა და ურთიერთდაპირისპირებით დაიწყო.
დეპუტატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", დავით მჟავანაძემ ოზურგეთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის შემდეგ, იერსახე გააპროტესტა, იქ დადგმულ საყვავილეებს "კუბოები" უწოდა, ფოტოები კი სხდომათა დარბაზში გამოფინა.
მიმდინარე პროექტი ევროკავშირის გრანტიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.
"ქართული ოცნების" დეპუტატების თქმით ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.