რუსეთი უკრაინაში ბავშვებს დააბრუნებს, როცა ეს უსაფრთხო იქნება - ვასილი ნებენზია
გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ უკრაინაში ბავშვებს მაშინ დააბრუნებს, როცა ეს "უსაფრთხო იქნება".
"როცა პირობები უსაფრთხო იქნება, რა თქმა უნდა, რატომაც არა", - უპასუხა ნებენზიამ სააგენტო Tass-ის შეკითხვას დააბრუნებენ თუ არა ბავშვებს.
როგორც გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რუსეთში ძალით გაგზავნილ ბავშვების საკითხზე საერთაშორისო რეაგირება "სრულად გადაჭარბებულია".
ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.