ხვიჩა კვარაცხელია პატრიარქს შეხვდება
"ნაპოლის" ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
კვარა საქართველოს ნაკრებთან ერთად ორ შეხვედრას გამართავს – 25 მარტს მონღოლეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება, ხოლო 28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას უმასპინძლებს.