"TV პირველის" ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული, 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლდა
"TV პირველის" ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული მამუკა ანდღულაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რითაც შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება.
"რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი", - წერია საგამოძიებო საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
ჟურნალისტ, ნატო გოგელიაზე ძალადობის ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი 17 მარტს დააკავა.