ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონია
"ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე 85 მილიონია. ინფორმაცია ამის შესახებ თავად Transfermarkt-ის გვერდზე ქვეყნდება.
ფეხბურთელი დღეს თბილისში ჩამოვიდა. ის საქართველოს ნაკრებთან ერთად ითამაშებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს – 25 მარტს მონღოლეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება, ხოლო 28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას უმასპინძლებს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია "ბათუმის დინამოდან" "ნაპოლში" 10 მილიონ ევროდ გადავიდა.