თეგებით ძიება

ეს 2 მინერალური ქვა წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ

გაგაცნობთ მინერალურ ქვებს, რომლებიც იღბლისა და წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ:

ვეფხვის თვალი

ეზოთერიკოსების ხშირად ამბობენ, რომ ვეფხვის თვალი იმ ადამიანმა უნდა ატაროს, ვისაც აკლია ენერგია, გრძნობს დაძაბულობას და აწუხებს სტრესი.

ვეფხვის თვალი იღბლის უნივერსალური ქვაა, რომელიც ადამიანებს კარიერულ წინსვლაში ეხმარება და იზიდავს ფინანსურ კეთილდღეობას. ასევე, ეს მინერალი აძლიერებს კრეატიულ აზროვნებას და დაწყებული საქმეების დასრულებაში გვეხმარება.

ავანტურინი

ავანტურინი კვარცის ნაირსახეობაა. მას მრავალი შეფერილობა აქვს და ხშირად შეიცავს მეტალის კაშკაშა ჩანართებს. მისი სახელი იტალიური სიტყვიდან a ventura-დან მოდის, რაც შემთხვევითობასა და იღბალს ნიშნავს.

ესაა აყვავებისა და კეთილდღეობის. ის აძლიერებს ლიდერობის განცდას და ამბობენ, რომ გულგრილ ადამიანსაც კი უღვიძებს თანაგრძნობისა თუ სიბრალულის უნარებს. ასევე, ეს ქვა აღვიძებს კრეატიულობასა და ინტუიციას.

სწორედ ავანტურინი მიიჩნევა იღბლის ერთ-ერთ უძლიერეს ქვად. ამბობენ, რომ ის დადებითად მოქმედებს შემოსავლებსა და ფინანსებზე. ავანტურინი ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში ეხმარება, იქნება ეს გასაუბრება, ბიზნეს შეხვედრები, დაწინაურების შანსები თუ პირველი პაემანი. ეზოთერიკოსების თქმით, ავანტურინი ცვლილებების მოყვარული ადამიანების ქვაა.

დამატებით, მას კარგი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე - აბალანსებს სისხლის წნევას და აძლიერებს მეტაბოლიზმს. ძველად ავანტურინს კანის დაავადებებისა და თავის ტკივილის დროს იყენებდნენ. ის ადამიანს დეპრესიისა და ნევროზის დროს ეხმარება.

წყარო: trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა