ქალებს იმ დროს ეკლესიაში მაღალი თანამდებობები ეკავათ - არქეოლოგებმა იპოვეს საეკლესიო ლიდერი ქალის სამარხი დიდძალი ძვირფასეულობით (ფოტო)
არქეოლოგებმა ინგლისის ქალაქ ნორთჰემპტონის მიდამოებში, 1400 წლის წინანდელ სამარხში აღმოაჩინეს; მეცნიერთა აზრით, ეს იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საგანძური, რომელიც შუა საუკუნეების ინგლისის ისტორიის იმ ხანმოკლე მონაკვეთზე გვიყვება, როდესაც წარმართული და ქრისტიანული ტრადიციები ერთმანეთს ერწყმოდა, ქალებს კი ეკლესიაში მაღალი თანამდებობები ეკავათ.
2022 წლის 11 აპრილს, რვაკვირიანი გათხრებისას, პატარა სოფელ ჰარპოლში, არქეოლოგმა ლევანტ-ბენცე ბალაშმა მიწიდან ამოშვერილი რაღაც დაინახა. ეს გახლდათ ორი კბილის გვირგვინი, რაც სამარხზე მიუთითებდა.
„შემდეგ მიწიდან გამოჩენილმა ოქროს ორმა ნივთმა მომჭრა თვალი. ამ არტეფაქტებს დღის სინათლე უკვე 1300 წელიწადი არ ენახათ და პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც ამდენი ხნის შემდეგ ისინი ნახა“, — ამბობს ბალაში.
„შემდეგ მიწიდან გამოჩენილმა ოქროს ორმა ნივთმა მომჭრა თვალი. ამ არტეფაქტებს დღის სინათლე უკვე 1300 წელიწადი არ ენახათ და პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც ამდენი ხნის შემდეგ ისინი ნახა“, — ამბობს ბალაში.
წყარო: "პირველი არხი"