თეგებით ძიება
21. 03. 2023 სპორტი

“ხვიჩა კვარაცხელიამ სიმსივნით დაავადებულ ბავშვს ოცნება აუსრულა" - რა ინფორმაცია ვრცელდება?

იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი  "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ონკოპაციენტი ბავშვისთვის ოცნების ასრულების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“ხვიჩა კვარაცხელიამ სიმსივნით დაავადებულ ბავშვს ოცნება აუსრულა

„ვფიქრობ, ხვიჩას ხმა როგორ მივაწვდინო, რომ მოვიდეს ფონდში, ჩემი განსაკუთრებულად ტკბილი და თბილი შვილობილის, გიორგის გულის გასახარად. დამეხმარეთ!“ - ეს განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკში წუხელ გავრცელდა. დღეს კი გიორგი მურვანიძესა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გიორგი მურვანიძე ამჟამად იაშვილის კლინიკაში იმყოფება და სიმსივნეს ებრძვის. 

ბერი ანდრიას ფონდი, სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება და მათ, ვისაც არ აქვს საცხოვრისი, ფონდისთვის აშენებულ „ბედნიერ სახლში“ მშობლებთან ერთად აცხოვრებს და რეაბილიტაციაზეც ზრუნავს. 

ფონდში მრწამსის და წარმომავლობის მიუხედავად ზრუნავენ ბავშვებზე. „ბედნიერ სახლში“ მუსლიმანი შვილობილები და ასევე აფხაზეთიდან გადმოყვანილი ბავშვებიც იმყოფებიან", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა