თეგებით ძიება
21. 03. 2023 მსოფლიო

უკრაინამ ომის დაწყებიდან დღემდე, 308 დეპორტირებული ბავშვი დაიბრუნა

უკრაინის რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ უკრაინამ მოახერხა 15 ბავშვის დაბრუნება  ხარკოვისა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

მისი თქმით, ბავშვები უკრაინაში მშობლებთან და კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად დაბრუნდნენ. საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 308 უკანონოდ დეპორტირებული ბავშვი დაბრუნდა.

შეგახსენებთ, სწორედ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაცია და რუსეთში, ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი გადაყვანა გახდა მიზეზი, რომლის საფუძველზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენი,  მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა