თეგებით ძიება

"ზოგი აზროვნებას კრძალავს, ზოგი ლაპარაკს, ზოგი ცხოვრებას" - რას წერს გია მურღულია?

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოების გარვეული ნაწილი სხვადასხვა რამეს კრძალავს.

"ზოგი აზროვნებას კრძალავს.

ზოგი - ლაპარაკს.

ზოგი - ცხოვრებას.

მოკლედ, სხვათა პროფესიონალი შემზღუდველები ძალიან ენდობიან საკუთარ თავებს და იმასაც, რომ "ჭეშმარიტია ის, რაც მე მინდა".

ერთი ძველი ანეკდოტი კარგად გამოხატავს ამ ამბავს:

სამი კაცი ლაპარაკობს.

პირველი: 

- მე ღმერთმა გამომაგზავნა დედამიწაზე წესრიგის დასამყარებლად.

მეორე: 

- არა, შენ კი არა, სწორედ მე გამომაგზავნა ღმერთმა ამ საქმის აღსასრულებლად.

მესამემ მშვიდად განზე გაიხედა და თქვა:

- ტყუილია, არსადაც არ გამიგზავნიხართ", - წერს მურღულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა