პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დააბრუნა
პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დააბრუნა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას ასახელებს.
"ჩვენი ამოცანაა ამ დასკვნასთან, რეკომენდაციებთან დაკავშირებით განვაგრძოთ საკომიტეტო სხდომაზე მსჯელობა, დავაზუსტოთ კანონპროექტთან დაკავშირებით ის საკითხები, რომლებიც ვენეციის კომისიის შეფასებით საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას და გამართვას და, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება აღარ განვიხილოთ მესამე მოსმენით და სწორედ გასწორებული ვერსია წარმოვადგინოთ შემდეგ პლენარულ სხდომაზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით, 16 ნოემბერს მიიღო.