თეგებით ძიება

როგორ უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა, მართლმადიდებელ ეკლესიას რომ ომს გამოუცხადებ - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტთან „გირჩის“ მიერ დაანონსებულ აქციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს.

„ვინც ქართულ ჯარს რუსულ ჯართან აიგივებს, და ყველაზე ღირსეულ საქმის მსახურებას მონობას უწოდებს, ძალიან დაკომპლექსებული და შეშინებული „პოლიტიკური სუბიექტი“ თუ „პოლიტიკური პარტიაა,“ რომელმაც ოკუპაციას იმ მეთოდით ებრძვის, რაც მას ყველაზე კომფორტულად წარმოუდგენია-იხდის შარვალს, აჩვენებს ტრაკს და ფაქტობრივად ეუბნება WELCOME! მეორეა, რომ როდესაც ატარებს სამოსელსა და კეპს, რომელზეც სხვა ქვეყნის, თუნდა მეგობრულის, თუნდა პარტნიორის სიმბოლიკაა გამოსახული, სავარაუდოდ სწორედ უცხო ქვეყნის უპირატესობასა და სიყვარულს  უსვამ ხაზს, საპირისპიროდ კი  გეზიზღება ან მინიმუმ გეხამუშება ქართული-ამას ჰქვია მონობაც და ჩმორობაც! მესამე, იმდენად, როგორ უნდა გამაიმუნდე (ბოდიში ნამდვილ მაიმუნებთან!), რომ თაღლითურად ფულის შოვნის გზად, სამხედრო სამსახურის არიდება და უცნაური, არ არსებული რელიგიების მსახურება მოიგონო! მეოთხე, 2008 წლის შემდეგ, სწორედ ქართული ჯარის მიმტოვებელი სახელისუფლებო პარტიის წევრი რომ ხდები, ეს არის რაღაც უცნაური მონობის თუ თაღლითობის  გამოვლინება! მეხუთე ქართულ ჯარში სამსახურს, ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, რუსულ ჯართან რომ გაიგივებ, მონაზე უარესი ხდები-მონის თაღლითი  მონა! თავის დროზე ადამიანის სახელს, რომ დაგარქვამენ, და შენი ამ სახელში მცენარის ნაყოფს დაიმატებ, მგონი ყველაფერი წესრიგში არ უნდა გქონდეს! ისე ერთი წამით, რომ დაფიქრდე რამდენ სამხედროს, ყოფილს თუ მოქმედს, აყენებ შეურაცხყოფას, რამდენ გმირულად დაღუპულს, ესე იგი მონები იყვნენ და იმიტომ შესწირეს სამშობლოს თავი? ისე, რა დღეში ვიქნებოდით ზურა გირჩივით, რომ ფიქრობდეს სამშობლოზე შეყვარებული, სამშობლოსთვის, ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი ყველაზე ღირსეული ადამიანები?! ისე, როგორ უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ ომს გამოუცხადებ და შენი ქვეყნის მცველებს მონებს დაუძახებ, მართლაც წარმოუდგენელია, ძალიან სამარცხვინო და მართლაც თაღლითურად მონურია!“ - წერს ნიკოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა