თეგებით ძიება

უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ? - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ განხილვისას განაცხადა, რომ იმ ჯარში, სადაც მთავრობის წევრები თავიანთ შვილებს არ უშვებენ, სხვისი გაშვება უხერხულია. 

„უხერხული ხომ არ არის, ასეთი ტიპის ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, მივიღოთ კანონი და სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ? როგორ შეიძლება, ჩვენ მათ ავუხსნათ, რომ კარგ რამეში ვუშვებთ და მათთვის კარგი გვინდა, როდესაც არცერთი ჩვენი ოჯახის წევრი იქ ნამყოფი არ არის?“, - განაცხადა ხვიჩიამ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა